• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ძაღლების მომვლელი
დამსაქმებელი: ქართული კ-9
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/06/15
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 1077 -ჯერ

ქართული კ-9  არის კერძო დაწესებულება, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ძაღლების სასტუმრო, ძაღლების ბაღი და ძაღლების სკოლა.

სასტუმროს სერვისი გულისხმობს ძაღლის ერთი ან რამდენიმე დღით დატოვებას.

ძაღლების ბაღის სერვისი გულისხმობს კვირაში 3 დღით ძაღლის დატოვებას, მის სოციალიზაციასა და გასართობი აქტივობებით დატვირთვას.

ძაღლების სკოლა მოიცავს წვრთნის, საგამოფენო მზადებისა და ქცევის კორექციის სერვისს.

 

ქართული კ-9 აცხადებს ვაკანსიას ძაღლების მომვლელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გრაფიკის მიხედვით ძაღლების კვება

**  თითოეული ძაღლის მეთვალყურეობა ტერიტორიაზე

**  ძაღლების მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა

**  გრაფიკის მიხედვით ძაღლების მიღება-დაბინავება და შემდგომ მათი გამგზავრება

** საჭიროების შემთხვევაში ძაღლების დაბანა-დავარცხნა

** ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებები საჭიროებისამებრ

 

აუცილებელი მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

**  ენერგიულობა

**  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

** გუნდურად მუშაობის უნარი

** ძაღლების მიმართ სიყვარული და მზრუნველობის უნარი

** ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება

 

სამუშაო პირობები:

**  სმენობით (საჭიროებისამებრ შედგება ცხრილი )

** ადგილმდებარეობა: სამგორის რაიონი, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩა

**  ანაზღაურება: ხელზე ასაღები 50 ლარი დღეში

**  გამოსაცდელი ვადა: 30 კალენდარული დღე

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Dogsparadisetbilisi@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა