• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი-სამგორში
დამსაქმებელი: ლიბრე
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/06/01
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი ცვლები(სმენა)
ანაზღაურება: 650 - 700 ლარი
ნანახია: 158 -ჯერ

სუპერმარკეტების ქსელი "ლიბრე" ბაზარზე 135 ობიექტით არის წარმოდგენილი.

კომპანიის მიზანია თანამშრომლების სწავლება, განვითარება და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა, მომხმარებლების ერთგულების მოპოვება და მათთვის ყველაზე დაბალი ფასების შეთავაზება. ამ ეტაპზე  ჩვენი გუნდი 1500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სუპერმარკეტების ქსელი „ლიბრე“ აცხადებს  ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, სამგორში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ფილიალებში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე


ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 650 - 700 ლარს + ბონუსი;

**თვეში მხოლოდ 10 სამუშაო ცვლას (24 სთ 3 დღეში ერთხელ);
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;

** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი J

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@libre.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,მოლარე-კონსულტანტი ვაკე-საბურთალოს ფილიალებში’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/CZd1a43ubDAaxxD6A

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა