• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სადღეღამისო ცვლის მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/05/27
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი ცვლები(სმენა)
ენები
ინგლისური კარგად
რუსული კარგად
ნანახია: 343 -ჯერ

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს სადღეღამისო ცვლის მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას, თბილისის აეროპორტის ფილიალებისთვის:

 

სამუშაოს აღწერილობა: სალარო საქმიანობა; ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება(ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვ.)

 

** სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, გაფრენისა და ჩამოფრენის ზონები

** განაკვეთი - სრული, I ცვლა - 09:00-21:00 / II ცვლა - 21:00-09:00 შემდეგ ორი დღე დასვენება

** ანაზღაურება: დღიური

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სფეროში, საოპერაციო პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;

** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;

** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა;

** პოზიციებზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

 

 

ბენეფიტები:

** ყოველთვიური ბონუსი

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** უფასო ავტოსადგომი

 

შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: career@intelexpress.ge

 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია „აეროპორტის მოლარე-ოპერატორი“,წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები ვერ განიხილება.

 

მონაცემების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 28 მაისი


ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა