• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელი
დამსაქმებელი: სითიქომი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2022/05/26
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 800 - მდე
ენები
ინგლისური კარგად
რუსული კარგად
ნანახია: 833 -ჯერ

იცოდი ჩვენ შესახებ?!

CITYCOM არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე (Fundraising), რომელიც საშუალებას აძლევს კორპუსის მაცხოვრებლებს ლიფტით მგზავრობით შემოსული თანხა დააგროვონ მათი სადარბაზოს პირად ანგარიშზე და მართონ ის თავისი მიზნების შესაბამისად, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. სითიქომის საბარათე სისტემის დამონტაჟებით კორპუსის მაცხოვრებელს აღარ უწევს ხურდის მუდმივი ძიება ლიფტით სარგებლობისთვის. ჩვენი ბარათის წამკითხველ მოწყობილობაზე ბარათის დაფიქსირებისას ისინი მგზავრობენ კომფორტულად. 

 

პოზიციის/როლის მიზანია, კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის შემდეგ საფეხურზე აყვანა.

 

ძალიან კარგი იქნება თუ შენ:

ხარ პროაქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, თვითორგანიზებული. გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. გიყვარს მომხმარებელთა მომსახურება და მათ წინაშე მდგარი დაბრკოლებების მოგვარება. არ არსებობს შენთვის გადაულახავი გამოწვევები.

თუ შენი თავი იცანი - ჩვენ გეძებთ შენ  სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელისპოზიციაზე სრულ განაკვეთზე სამუშაოდ.

 

რისი კეთება მოგიწევს?!

 

** კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით ემსახურები მომხმარებლებს;

** მაღალი სტანდარტის სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მომხმარებელს აწვდი ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას;

** სისტემაში ამუშავებ მომხმარებლისგან მიღებულ ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად;

** სატელეფონო საუბრისას ავლენ დაბრკოლებებს და იღებ მომსახურების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს;

** აანალიზებს სატელეფონო კომუნიკაციისას გამოვლენილი ხარვეზებს, სისტემაში ასახავ მოწოდებულ ინფორმაციას და აორგანიზებ მოთხოვნის ტექნიკური სამსახურისთვის მიწოდებას;

** აგვარებ მომსახურების პროცესში წამოჭრილ პრობლემებს და მუდმივად ზრუნავ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე;

** მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, მონიტორინგს უწევ დაფიქსირებული ხარვეზის მოგვარების პროცესს.

** მუდმივად ზრუნავ ინდივიდუალური KPI მონაცემების გაუმჯობესებაზე;

** მუდმივად ზრუნავ საკუთარი და გუნდის მაჩვენებლების (SL)გაუმჯობესებაზე;

** მონაწილეობას იღებ პროგრამული გადაწყვეტის განვითარების პროცესში შემდგომში საკუთარი სამუშაოს ოპტიმალური ორგანიზებისთვის;

** ამზადებ მოხსენებას უშუალო ხელმძღვანელისთვის;

 

მთავარია გქონდეს:

** კონტაქტ ცენტრში მუშაობის გამოცდილება 

** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის გამოცდილება

** პრობლემების მოგვარების გამოცდილება

** ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება

** ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 15:00-23:00

ანაზღაურება: 800 ლარი (NET)

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს >>> „სატელეფონო მომსახურების წარმომადგენელი - სრულ განაკვეთზე“ დასახელება.

 

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

 

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?

მაშ გამოგზავნე შენი CV!

 

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა