საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ცენტრი (სორქ ფონდი) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ორთოპედიული ტექნიკოსის დამხმარე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, ბელიაშვილის 143 ა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 16:00
საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ცენტრი მომსახურეობას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებს. კანდიდატებმა წარმატებით უნდა გაიარონ 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჯირების პერიოდი.
მოთხოვნები და უნარები:
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ჰქონდეს, როგორც ხელით, ასევე გონებრივად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** უნდა შეეძლოს შშმ პირებთან გულისხმიერი ურთიერთობა.
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისურის მცოდნე და კომპიუტერთან მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
ძირითადი მოვალეობები:
** ორთოპედიული ტექნიკოსის დამხმარე
** ორთოპედიული მოწყობილობის (კიდურის პროთეზი, ორთეზი, სიარულის დამხმარე საშუალებები..) დამზადების პროცესში მონაწილეობა (თაბაშირის ყალიბის დამზადება, მყარი თაბაშირის დამტვრევა-გატანა, თერმოფორმირებად პლასტიკატებთან, ტყავთან და სხვა მასალებთან მუშაობა, საპორტეზო ორთოპედიული მოწყობილობების აწყობა და რეგულირება და სხვა)
** ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) ელ.ფოსტაზე: mamukatbi@gmail.com. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 22 აპრილი.
საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი -სორქ ფონდი/თბილისი, საქართველო, ბელიაშვილის 143ა