• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების აგენტი
დამსაქმებელი: სითიქომი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2022/05/26
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 400 - დან
ნანახია: 895 -ჯერ

იცოდი ჩვენ შესახებ?!

Citycom არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს რომლებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება  სჭირდებათ. ვეხმარებით ააგროვონ თანხები სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყონ კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო.

Citycom არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე, რომელიც საშუალებას აძლევს კორპუსის სამეზობლოს ლიფტით მგზავრობით შემოსული თანხა დააგროვონ მათი სადარბაზოს პირად ანგარიშზე და მართონ ის მარტივად და გამჭვირვალედ.

 

დაინტერესდი?

ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გეძებთ შენ გაყიდვების აგენტის  პოზიციაზე!

 

 

 

რისი კეთება მოგიწევს?!

 

** მისამართის აღწერა სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით;

** მისამართზე ვიზიტი და პოტენციური კლიენტებისათვის სერვისის შეთავაზება;

** მისამართზე ვიზიტი და მოსახლეობის ხელმწერების შეგროვება;

** მომხმარებლების და ბარათები პროგრამულ მოდულში რეგისტრაცია;

** მისამართზე ვიზიტი და რეგისტრირებული ბარათბის მოსახლეობისთვის მიწოდება;

**სერვისის განსაზღვრულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა ;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება.

 

 

ძალიან მაგარი იქნება თუ შენ:

 

ხარ პროაქტიური, თვითორგანიზებული, გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. შეგიძლია გაყიდო იდეა და ამ იდეის ირგვლივ შემოიკრიბო პოტენციური კლიენტები. გიყვარს გაყიდვები და საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესება.

 

 

შეთავაზება:

** ფიქსირებული ანაზღაურებას, 400 ლარი (NET);

** საინტერესო საბონუსე სისტემა;

** ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარება;

** საინტერესო და ამბიციური სამუშაო გარემო;

 

 

 

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშუალება გეძლევა, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს >>> „გაყიდვების აგენტი“ დასახელება.

 

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

 

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?

მაშ გამოგზავნე შენი CV!

 

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა