• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის
დამსაქმებელი: პეპსიკო
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2022/03/26
მდებარეობა: თბილისი
განათლება საშუალო განათლება
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 750 - დან
მართვის მოწმობა

B კატეგორია

ნანახია: 463 -ჯერ

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 

 

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში.

 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა)

 

ძირითადი მოვალეობები:

** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.

** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).

** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

 

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - საშუალო

** მართვის მოწმობა: B კატეგორია აუცილებელი, C კატეგორია სასურველი

** ა/მანქანის მართვის გამოცდილება

** გამართული კომუნიკაციის უნარი

** გუნდური მუშაობის უნარი

 

რას გთავაზობთ?

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა

** კონკურენტული ანაზღაურება - 750 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი

** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი

** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com15 მარტამდე  და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა