• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დარბაზის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2022/12/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 2552 -ჯერ

 


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი,აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 900 -1000 ₾ + ბონუსი

რას გთავაზობთ დამატებით ?

 

** ყოველ თვე 2 სახის ბონუსს;

** სტაჟის დანამატს;

** კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;

** Spar Card-ს - რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით;

 

ძირითადიმოვალეობები

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა

** სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;

** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;

** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;

** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;

** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;

** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** შედეგზე ორიენტირებულობა.

 


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „დარბაზის ადმინისტრატორი“ 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა