• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2022/12/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 2825 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდემაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანიარჩევანიდა მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

 

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიისმენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები  :

  •          სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
  •          პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  •          დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  •          მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  •          საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების  და სხვა  ტიპის არსებული  დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  •          ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  •          სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  •          პერიოდული ანგარიშების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          უმაღლესი განათლება;
  •          აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  •          საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

 

უნარები:

  •          მართვის და ორგანიზების უნარი;
  •          მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •          ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  •          სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  •          დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •          შედეგზე ორიენტირებულობა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა