• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/12/16
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ნანახია: 1756 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 17 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი თორმეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

შპს "მზარეული 1" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ორგანიზებულ სტრუქტურაში მზარეულად მუშაობის გამოცდილება (წარმოება/რესტორანი) მინიმალური 3-5 წელი;
** რეცეპტებისა და კალკულაციების შექმნის და კონტროლის გამოცდილება;
** მენეჯერის თვისებები.

ფუნქცია-მოვალეობა:

** ყოველდღიურად კვების პროცესის ორგანიზების უზრუნველყოფა (საშუალოდ 350 თანამშრომელი);
** თითოეული დღის (კვირის განმავლობაში) მენიუს დაგეგმვა და ულუფის განსაზღვრა კაცთ რაოდენობის მიხედვით;
** რეცეპტებისა და კალკულაციების შექმნა;
** კერძების, რეცეპტურის დაცვით, მომზადების კონტროლი; 
** სამზარეულოს მართვა, დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დავალებების გადანაწილება;
** კერძების მომზადებაში უშუალო ჩართულობა;
** პროდუქტის ვარგისიანობასა და მარაგების კონტროლი;
** საჭირო ნედლეულის შეკვეთის განსაზღვრა და დროული მოწოდების მონიტორინგი;
** სამზარეულოს ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სამზარეულოს ტექნიკურ კუთხით გამართულობის უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2015 წლის 25 ნოემბრამდე მისამართზე - t.bakashvili@nikora.ge და გთხოვთ, ვაკანტური თანამდებობა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა