• http://www.dasaqmeba.ge/about_company/company/8616/1
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი - ვაკე-საბურთალო
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2021/12/21
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 500 - 600 ლარი
ნანახია: 110 -ჯერ

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikorasupermarket.ge/  

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს ფილიალებში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე


ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 500 – 600 ლარი;

** ყოველთვიურ ბონუსს;

** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი 

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: career@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,მოლარე-კონსულტანტი’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/u7nLXAAKQogaW6ve7

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებას!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა