• http://www.dasaqmeba.ge/about_company/company/8616/1
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შოთის პურის მცხობელი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
კატეგორია: საკონდიტრო/საცხობი,
ბოლო ვადა: 2021/12/21
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 171 -ჯერ

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikorasupermarket.ge/ 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას შოთის პურის მცხობელის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე


ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან;

** საქმის ადგილზე შესწავლას;

** თვეში მხოლოდ ორ სამუშაო კვირას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცომის მომზადება აპარატით;

** ცომის პორციებად დაჭრა და საცხობად გამზადება;

** ცომის თონეში ჩაკვრა და გამოცხობა;

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

 


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი 

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: career@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,შოთის პურის მცხობელი’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/u7nLXAAKQogaW6ve7

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებას!

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა