• https://charte.ge/

ავტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია

mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support)
დამსაქმებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2021/10/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 98 -ჯერ

სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.

 

 

პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support) პროფესიული განათლების მასწავლებელი.

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ñ          სახელმწიფო ენის გამართულად ცოდნა.

ñ          პროფესიული/უმაღლესი განათლება.

ñ          საოფისე პროგრამების და სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ñ          "პროფესიული განათლების შესახებ კანონის", „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის, „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ ძირითადი პრინციპების ცოდნა.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

 

ñ          სფეროში მიღებული პროფესიული/პროფესიული მომზადება/გადამზადება/უმაღლესი განათლება.

ñ          სასწავლო ან/და არასასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლად/ლექტორად/ინსტრუქტორად/ტრენერად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.

ñ          შესაბამის სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.

ñ          სფეროში საერთაშორისო სერტიფიკატის/სპეციალური ლიცენზიის ფლობა.

 

პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები:

  1.        ზრუნავს პროფესიული სტუდენტის მოტივაციის ამაღლებაზე.
  2.        ამზადებს პროფესიული სტუდენტებს დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.

3.       აფასებს პროფესიულ სტუდენტებს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასების ფარგლებში.

  1.        ადგენს კალენდარული გეგმას, სასწავლო პროგრამისა და კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად.
  2.        ქმნის მოდულის შესაბამისი სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტს, კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად და იყენებს მას.
  3.        საჭიროების შემთხვევაში, ნიშნავს და ატარებს სტუდენტებისათვის დამატებითი შეფასებას.
  4.        ინახავს შეფასების შედეგად მოგროვებული მტკიცებულებებს კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად.
  5.        ავსებს შეფასების უწყისს, კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად და უზრუნველყოფს შედეგების სტუდენტებისათვის გაცნობას. 
  6.        საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირებას უკეთებს სასწავლო მასალას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის (მოდიფიკაცია, აკომოდაცია) ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის დახმარებით.

10.   მონაწილეობს პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესში.

  1.    ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ და მასწავლებლის, სპეციალურ სივრცეში განთავსებული განახლებადი, გზამკვლევით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებსა და ვალდებულებებს.

 

 

პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

 

სალექციო თემატიკა

-      კომპიუტერის აწყობა;

-      ძირითადი უსაფრთხოების საკითხები;

-      ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;

-      დრაივერების და დამხმარე პროგრამების ინსტალაცია;

-      პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვა;

-      კომპიუტერული ტექნიკის დაცვა ვირუსული პროგრამებისგან;

-      აქტიური დირექტორიის ინსტალაცია/კონფიგურაცია;

-      ჯგუფური პოლიტიკების შექმნა/კონფიგურაცია;

-      პროგრამული რისკების გამოვლენა და პრევენციის გზები;

-      უკაბელო და საკაბელო ქსელის გამართვა;

-      ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია/კონფიგურაცია;

-      მობილური, Linux და OS X ოპერაციული სისტემების საფუძვლები.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატების შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად

-      განაცხადების გადარჩევა;

-      გასაუბრება.

 

გასაუბრების ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  hr@itvet.geდა "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021  წლის 20ოქტომბერი.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 3

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა