• https://charte.ge/

ავტორი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

tel: 0322 00 22 00
mail: HR1@orinabiji.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/09/20
მდებარეობა: თბილისი
ასაკი: 22 - 45 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 5193 -ჯერ
„ორი ნაბიჯი“ პირველი კომპანიაა საცალა ვაჭრობის სფეროში რომელმაც  უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.  
 
2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, აქტიური განვითარება კი გაგრძელდა 2011 წლის მეორე ნახევრიდან, რომელიც დღემდე გრძელდება. 
ამჟამად კომპანია ფლობს 27 მაღაზიას თბილისის მასშტაბით და წლის ბოლომდე რაოდენობა  მიაღწევს - 33 მაღაზიას. კომპანიის უახლოესი განვითარების გეგმა და სტრატეგია არის ამბიციური და ყოველწლიურად  მინიმუმ 17  მაღაზია დაემატება ქსელს. 
 
განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ ადამიანურ რესურსებს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 
 
მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კონსულტანტი
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის კონსულტაცია;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • პროდუქციის განლაგება, დალაგება;
  • პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
  • თაროების მოწესრიგება;
  • სისუფთავეზე ზრუნვა;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია  22-დან 45 წლამდე ახალგაზრდები
უნარ ჩვევები:
  • კომპიუტერზე მუშაობის მარტივი უნარ-ჩვევები 
 
პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • მოწესრიგებული;
  • კეთილგანწყობილი;
  • პასუხისმგებლიანი;
ანაზღაურება
კომპანიაში შემუშავდა ახალი სახელფასო სისტემა:
  • მზარდი ხელფასი სტაჟის მიხედვით
  • ცვლის ფიქსირებული ანაზღაურება
  • მგზავრობის ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
 
ქვემოთ აღნიშნული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთვოთ სააპლიკაციო ფორმა. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ვაჟა-ფშაველას 16, მე-9 სართული. 
 
აუცილებელია ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა