• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995595)592301
mail: zh.antia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/03
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 493 -ჯერ
ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
 
პროგრამის შესახებ:
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა აცხადებს მიღებას ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
 
მენეჯმენტის პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მენეჯმენტის საფუძვლები, რათა ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში.
 
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის გაცნობა. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მართვისთვისაა აუცილებელი.
 
სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
 
 
პროგრამის აღწერილობა:

ორგანიზაციული მენეჯმენტი  - 8 შეხვედრა

  • კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მენეჯმენტის სხვადასხვა ტიპები, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციული წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მმართველობითი პრაქტიკა; ორგანიზაციული ეფექტურობა; კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები; მონაწილეობითი მენეჯმენტი და სხვა.


საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციები

  • კურსის მიზანია, შეასწალოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში.


ადამიანურირესურსებისმართვა  - 8 შეხვედრა

  • კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში და ჩამოუყალიბოს კომპლექსური აზროვნება ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: პერსონალის მართვის არსი, პრობლემები და მათი გადაჭრის ძირითადი გზები;  პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა; პერსონალის მოზიდვა და შერჩევა; სამუშაოს ანალიზი, აღწერა და სპეციფიკაცია; პერსონალის ტესტირება; მომუშავის და სამუშაოს შესრულების შეფასება; შრომის მოტივირება და კარიერის მართვა.

ბიზნეს მენეჯმენტი - 10 შეხვედრა

  • კურსი წარმოადგენს შესავალს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებში, მეთოდებში, სტრუქტურებსა და ფილოსოფიაში. მსმენელი გაეცნობა ბიზნესის ენას, ცნებებსა და გარემოს. ეს კურსი დაეხმარება მსმენელს ბიზნესის სამყაროში და მის გარშემო არსებული პრიორიტეტებისა და პრობლემების დადგენაში. კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს ბიზნეს გარემოს აღწერას და მასზე მსჯელობას, ბიზნეს იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას. კურსის განმავლობაში საუბარი იქნება ბიზნესის გარშემო არსებულ რისკებზე, მათ კლასიფიცირებაზე წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით. სტუდენტებს დაევალებათ კონკრეტული ბიზნესის მაგალითზე რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა. კურსი მოიცავს ბიზნეს ხელშეკრულებების ტიპების ანალიზს და სტუდენტები პრაქტიკაში გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის კონტრაქტებს.

ბიზნეს გეგმა - 5 შეხვედრა

  • კურსი მსმენელებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ ბიზნეს გეგმის არსი და მისი როლი საქმიანობის სწორად დაგეგმვის, დაგეგმილი საქმიანობის ცხოვრებაში წარმატებულად გატარებისა და საქმიანობისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით. მსმენელები გაერკვევიან ბიზნეს გეგმის დანიშნულებასა და სტრუქტურაში, გაეცნობიან ბიზნესის ნაირსახეობებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ ბიზნეს გეგმის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოს და წარადგენენ მას საბოლოო სახით. 


ფინანსური მენეჯმენტი /ფინანსური აღრიცხვა - 5 შეხვედრა

  • მსმენელები გაერკვევიან ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავებენ და გააანალიზიზებენ საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტს. შეეძლებათ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის. მსმენელები შეძლებენ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიკაციას. ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარებას და კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენას.


ბრენდინგი - 8 შეხვედრა

  • სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პრაქტიკული ბრენდინგი, რის შემდგომაც კურსდამთავრებული შეძლებს ცხოვრებაში გაატაროს ბრენდინგის ხელოვნება, იქნება ეს ახალი ბრენდის შექმნა, არსებულის რე-პოზიციონირება თუ ბრენდის განვითარების სწორი მართვის განხორციელება. კურსის სწავლების მეთოდი არის ინტერაქტიული, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვა.
 

კომუნიკაციის უნარები (ლექციებს კითხულობს ჩეხეთიდან მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ლევან ზარდალიშვილი) – 4 შეხვედრა

  • მონაწილეები გაეცნობიან არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის არსს და მნიშვნელობას ადამიანთა ურთიერთობის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე მსმენელები შეისწავლიან სხეულის ენის გამოვლინებებს და მის საფუძველზე ადამიანის ფსიქიკიური მდგომარეობის შეფასებას, რაც საშუალებას მისცემთ განსაზღვრონ მოსაუბრეების დამოკიდებულება / განწყობა მათ მიმართ, რაც შეადგენს ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელ კომპონენტს. ტრენინგების კურსის ამ ნაწილში მონაწილეების გაეცნობიან ფსიქიკური თვითრეგულაციის შექმნის ისტორიას, თვითშთაგონებას და მისი მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებას. 
 

დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი - 3 შეხვედრა

  • მონაწილეები გაეცნობიან დროის დაგეგმვის და განაწილების საფუძვლებს, თვითდისციპლინის მნიშვნელობას, ხედვისა და თვითშეფასებისა და საკუთარი თავის გაგების აუცილებლობას, შეისწავლიან როგორ მართონ სტრესი.  
 
 
ტექნიკური აღწერილობა:
 
  • სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, სწავლა დაიწყება 2014 წლის 6 ოქტომბრიდან, ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 25 სექტემბერი. 
  • კურსის მოცულობა: 170 საათი
  • პროგრამის ღირებულება: 2000 ლარი
  • სწავლოების ენა: ქართული
 
მსმენელებმა კურსის ბოლოს უნდა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.
 
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გაიცემათ სერტიფიკატები.
 
მისაღები პროცედურები:
 
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  3. ავტობიოგრაფია (CV)
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით). 
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია 
  • კომუნიკაციის უნარი 
  • სამუშაო გამოცდილება

საკონტაქტო პირი: ჟანა ანთია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ტელ: (+99532)2497500 დამატ. 402
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა