• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995595)592301
mail: zh.antia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/03
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 519 -ჯერ
ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
 
პროგრამის შესახებ:
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა აცხადებს მიღებას ფინანსური მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე. 
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელსაც არა აქვს პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში.
 
პროგრამის აღწერილობა:

Excel-ის  საფუძვლები - 6 შეხვედრა

  • მონაწილეები გაეცნობიან ექსელის ინტერფეისს, ელექტრონული ცხრილების მომზადებას და ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც გამოადგებათ ფინანსური ინფორმაციის ელექტრონული სახით მოსამზადებლად.
 

გადასახადები - 5 შეხვედრა

  • მონაწილეების გაეცნობიან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, გადასახადების მნიშვნელობას და მათი წარმოქმნისა და გადახდეის სტრუქტურას.  კურსი ასევე მიზნად ისახავს საერთაშორისო დაბეგვრის კონტროლისა და ადმინისტრირების პრინციპების გაცნობას; მსოფლიოში გადასახადების თავიდან აცილების უახლესი ადმინისტრირების   მექანიზმების გაცნობას და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო რეგულაციის ნორმების ანალიზს.
 

ფინანსური მოდელირება - 5 შეხვედრა

  • ლექციების ამ კურსში აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ მეცადინეობებზე, ქეისების გარჩევაზე, რომლის მიზანია სტუდენტებმა ბანკებიდან და სხვა ალტერნატიული ფინანსური წყაროებიდან მოსაძიებელი სახსრების დაგეგმვა და მართვა შეძლონ. ექსელის საშუალებით ფინანსური მოდელირება, ისეთი ფორმების გამოტენება, როგორიცაა PMT, IPMT, PPMT, PV, NPV, FV, IRR, NPEP, RATE და ა.შ. გაეცნობიან ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა EBIDTA.
 

ფინანსური აღრიცხვა - 11შეხვედრა

  • მსმენელები გაეცნობიან იმ კანონმდებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის ფინანსების მართვასთან, ძირითად გადასახადებსა და მაღ ადმინსიტრირებას და ისწავლიან საბალანსო, მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებებს.
 

ფინანსების საფუძვლები - 5 შეხვედრა

  • მსმენელები გაეცნობიან ფინანსების როლს ორგანიზაციაში და იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც აგებულია თანამედროვე ორგანიზაციების ფინანსების მართვა. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფულის ღირებულება დროში, პროექტის სუფთა დღევანდელი ღირებულება (NPV), მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებები, ბიუჯეტი და სხვა.
 

შესყიდვების მენეჯმენტი - 3 შეხვედრა

  • მსმენელები გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების არსს, მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესყიდვის განხორციელების საშუალებებს და მეთოდებს, სატენდერო განცხადების მომზადებას, გასაჩივრებას და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს და შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკულ შედგენას.
 

ინვესტიციები - 5 შეხვედრა

სტუდენტების გაერკვევიან ინვესტირების თავისებურებებში, ფინანსური პორტფელის მენეჯმენტსა და კონსტრუირების პროცესში. შეისწავლიან დაფინანსების სხვადასხვა ალტერნატიულ წყაროებს და საინვესტიციო პორფელის კონსტრუირებას რისკის მინიმიზაციის გათვალისწინებით.
 

ბიუჯეტირება და მენეჯერული აღრიცხვა - 5 შეხვედრა

  • კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ორგანიზაციაში ხარჯების იდენტიფიცირებასა და დათვლას და პროდუქტის თვითღირებულების გამოანგარიშებას. ისწავლიან ნულოვანი წერტილის (BEP) და CVP ანალიზს. ამავე კურსში ფარგლებში მოხდება ორგანიზაციის კონტრიბუციური ფორმატის მოგება-ზარალის მოდელირება და კომპანიის სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლების (ROI, ROE და ა.შ.) ანალიზი.
 

ბიუჯეტირება და ფანდრაიზინგი - 5 შეხვედრა

  • კურსი მიზნად ისახავს მსმენელებისათვის იმ ინსტრუმენტების გაცნობას, რომლებიც აუცილებელია ბიუჯეტის შედგენისა და მართვისათვის. ასევე, გაეცნობიან არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის სხვადასხვა არასამთავრობო თუ საერთაშორის ორგანიზაციებიდან დონორების მოძიების თავისებურებებს.
 

 პროექტის დაცვა

  • განვლილი საგნების საფუძველზე მონაწილეები კურსის ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ პროექტს / ბიზნეს გეგმას.
 
 
ტექნიკური აღწერილობა:
 
  • სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, სწავლა დაიწყება 2014 წლის 6 ოქტომბერს. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 25 სექტემბერი. 
  • კურსის მოცულობა: 170 საათი
  • პროგრამის ღირებულება: 2250 ლარი
  • სწავლოების ენა: ქართული
 
მსმენელებმა კურსის ბოლოს უნდა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.
 
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გაიცემათ სერტიფიკატები.
 
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  3. ავტობიოგრაფია (CV)
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით). 
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია 
  • კომუნიკაციის უნარი 
  • სამუშაო გამოცდილება
 
 
საკონტაქტო პირი: ჟანა ანთია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ტელ: (+99532)2497500 დამატ. 402

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა