• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32) 2 49 75 00
mail: zh.antia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
HR მენეჯერის პროფესიული პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/03
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 912 -ჯერ

Human Resources Manager (HRM) - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
პირველი პროფესიული პროგრამა საქართველოში


პროგრამის შესახებ:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის ინოვაციურ, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR როლისა და ფუნქციის შესახებ, დააკავშირონ HR ბიზნესთან, ხელი შეუწყონ კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებს და პროცესების ოპტიმიზაციას, შეიმუშაონ და განავითარონ კონკრეტული ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული სისტემები, პროცესები და სამოქმედო გეგმა.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენა, თანამშრომელთა შერჩევა, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, საჭიროებაზე მიმართული კვლევების ჩატარება და მათზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმების შემუშავება, კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/დახვეწა.

კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ რეალური წვლილი შეიტანონ ბიზნესის წარმატებაში.

სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას. თითოეული ბლოკის შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს - იმუშავებენ ჯგუფურ შემაჯამებელ პროექტზე.

კურსი განკუთვნილია:

  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ადამიანური რესურსების მართვის სფეროს.


პროგრამის აღწერილობა:

1. ორგანიზაციისა და არმ-ს (ადამიანური რესურსების მართვა) როლი

  • ორგანიზაციის განვითარების ისტორია და არმ როლი;
  • ორგანიზაციული სტრუქტურები;
  • არმ ძირითადი მიმართულებები;
  • დასაქმების ბაზრის მიმოხილვა საქართველოში
  • კანონმდებლობით გამყარებული დასაქმებულთა უფლებები


2. რეკრუტმენტი

  • თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია
    • ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულება ორგანიზაციაში;
    • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები;
    • გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები
    • სამუშაოს აღწერილობა (ჯობ დისკრიფშენი)
    • ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი


3. პროფესიული განვითარება

  • პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემის მნიშვნელოვნება და მოდელები;
  • ტრენინგების საჭიროების ანალიზი;
  • პოზიციების კატეგორიზაცია და მათზე მორგებული პროფესიული განვითარების
  • კონცეფციის შემუშავება: ტრენინგი, სწავლება, მონიტორინგი და ინდივიდუალური განვითარების გეგმა
  • კარიერული ზრდის ეტაპები და განვითარების გეგმის შემუშავების გზები;
    • თანამშრომელთა შეფასების სისტემები (Performance Appraisal)
    • გზა კონფლიქტიდან თანამშრომლობამდე
    • თანამშრომლობის დასასრული


4. კომპენსაციები და ბენეფიტები

  • კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის დანიშნულება კომპანიებში
  • კ/ბ მოქმედი მოდელები და მათი ანალიზი;
  • სფეროზე მორგებული კ/ბ სისტემა;
  • პერსონალისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მათი აღიარება
  • წახალისება და დაჯილდოება
    • ხელფასების მატების პრინციპები;
    • ბონუსების სისტემა - მოდელები.


5. HR კვლევები

  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა და მისი დანიშნულება;
  • გუნდის ეფექტურობის კვლევა;
  • კვლევის მონაცემების კავშირი სტრატეგიულ გეგმასთან.


ტექნიკური აღწერილობა:

  • სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, სწავლა დაიწყება 2014 წლის 6 ოქტომბერს. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 25 სექტემბერი.
  • კურსის მოცულობა: 150 საათი
  • პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი

მსმენელებმა კურსის ბოლოს უნდა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მენეჯერის სერტიფიკატი (Human Resources Manager).

მისაღები პროცედურები:

  • სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
    1. პირადობის მოწმობის ასლი
    2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
    3. ავტობიოგრაფია (CV)
    4. სასურველია:  ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება


საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით).

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

პროგრამის განმახორციელებლები:

მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14  წლიანი გამოცდილება  სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.

ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა,  ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტია პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.


ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12  წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.

ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება
10+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.


ნინო ბაქარაშვილი - ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.

ძირითადი მიმართულებები - ადამიანური რესურსების მართვა, კადრების შერჩევა,  პროცესების მართვა, შეფასების სისტემები, კომპენსაციები და ბენეფიტები.


საკონტაქტო პირი: ჟანა ანთია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 00 დამატ. 402

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა