• https://charte.ge/

ავტორი

მენდისი

tel: (+995 32) 361112
mail: hr@dio.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მონტაჟის სპეციალისტი
დამსაქმებელი: მენდისი
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2014/09/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება საშუალო განათლება
მართვის მოწმობა B C კატეგორია

ნანახია: 612 -ჯერ

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსებიდან 18 წელს ითვლის .
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ  ვაკანსიას შემდეგ  თანამდებობაზე:  მონტაჟის სპეციალისტი (მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრები, გარე დამცავი ჟალუზები, ტენტები)

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს  სათავო ოფისი/ სამონტაჟო ობიექტები
 

კანდიდატს მოეთხოვება:
  • საშუალო განათლება; 
  • მონტაჟის ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის გამოცდილება : B , C  კატეგორია
  • კლიენტებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • სასურველია ელექტროგაყვენილობის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 
 
მონტაჟის  სპეციალისტის  მოვალეობებია:
  • დამკვეთთან დაკავშირება და ობიექტზე მისვლის დროზე შეთანხმება; დასამომონტაჟებლად გამზადებული პროდუქციის (მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრები, გარე დამცავი ჟალუზები, ტენტები) ობიექტზე გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება და მათი დასრულების შემდეგ დამკვეთისათვის კონსულტაციების გაწევა პროდუქციის შემდგომი ექსპლოატაციის შესახებ;
  • დამკვეთის თანდასწრებით პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;


მაღალი  ანაზღაურება:  გამომუშავებით


ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე ან  დარეკონ კომპანიის  ოფისში  (+995 32) 361112  და დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი .

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 30  სექტემბერი.   შერჩეული კანდიდატები  გაივლიან  გასაუბრებას და  პროფესიულ ტესტირებას.

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა