• https://charte.ge/

ავტორი

სანიტარიის ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტი

mail: info-kobakhidze@mail.ru

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი/აიტი მენეჯერი
დამსაქმებელი: სანიტარიის ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტი
ბოლო ვადა: 2021/04/08
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 347 -ჯერ

შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი’’ აცხადებს კონკურს ინსტიტუტის ადმინისტრაციაში და საგამოცდო ლაბორატორიაში სრული საშტატო განაკვეთით, სათანადო თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ:

-საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი/ვებ/აიტი მენეჯერი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: 

შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი, ბაკალავრი ან სტუდენტი (სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან/და მარკეტინგის სფეროში);  სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) მ.შ. წარმატებული მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული)  სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი) ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ან სხვა უცხოენის (რუსულის გარდა)  და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (ვინდოუსი -  ვორდი, ექსელი, პოვერ-პოინტი, ინტერნეტი) კარგი ცოდნა  სავალდებულოა.

 

ვებ/აიტი მენეჯერი: 

შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი, ბაკალავრი ან სტუდენტი (ვებ-სივრცეების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და ინტერნეტ კავშირების სფეროში);  სასურველია სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი) მ.შ. წარმატებული მენეჯერის (დოკუმენტურად დადასტურებული)  სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი) ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ან სხვა უცხოენის (რუსულის გარდა)  და კომპიუტერის საოფისე პროგრამების (ვინდოუსი -  ვორდი, ექსელი, პოვერ-პოინტი, ინტერნეტი) კარგი ცოდნა  სავალდებულოა.

 

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე  info-kobakhidze@mail.ru  სავალდებულოა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ  შესაბამისი თანამდებობის დასახელება - მაგ: „ლაბორატორიის ხელმძღვანელი“ ან „ქიმიკოსი“ ან სხვა,  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 3 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება კანდიდატის კომპეტენციის გათვალისწინებით და ურთიერთ  შეთანხმებით.

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი და  დამატებით მიეცემა სათანადო ბონუსები (ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირება, კვება, კორპორატიული მობილური კავშირი და სხვა).

გამორჩეული პასუხისმგებლობით, შინაგანაწესის უმწიკვლოდ დაცვის, დაკისრებული ვალდებულებების/მოვალეობების უმაღლეს დონეზე შესრულების, კომპანიისათვის სასარგებლო პრაქტიკული წინადადებებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის  თანამშრომელი ყოველწლიურად მატერიალურად წახალისდება სხვადასხვა ფორმით ან/და პერიოდულობით (ფულადი პრემია, სასურველი საჩუქარი ან/და სხვა).

კვალიფიკაციისა და  სპეციალიზაციის დონის ამაღლების,  პროფესიული განათლების სრულყოფისა და პრაქტიკული გამოცდილებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების  დახვეწის მიზნით, ყოველწლიურად დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით - წარმატებული თანამშრომლები ინსტიტუტის დაფინანსებით პერიოდულად გაივლიან სათანადო სწავლებებსა და ტრენინგებს სხვადასხვა ფორმატში მ.შ. საზღვარგარეთ.

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა