განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი/მოლარე მცხეთაში
დამსაქმებელი: Fresh Cafe
ბოლო ვადა: 2021/04/20
მდებარეობა: მცხეთა
ნანახია: 92 -ჯერ

“Fresh Café” აცხადებს ვაკანსიას მიმტანი/მოლარის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და უმაღლესი მომსახურების უზრუნველყოფა
  • მენიუს ჩამონათვალში შემავალი დასახელებების და მათი შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა
  • მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს პირად ჰიგიენას, იქონიოს მოწესრიგებული გარეგნობა და უნიფორმა
  • დაიცვას მომხმარებელთან თავაზიანი და პოზიტიური კომუნიკაციის წესები
  • უზრუნველყოს, რომ დარბაზში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტები დაცული იყოს და შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს. 

 

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება
  • გუნდში მუშაობის, კომუნიკაციის, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
  • უცხო ენების ცოდნა
  • კარგი მეხსიერება. 
     

სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში, ადგილზე გაივლიან ტრენინგებს.

 

ანაზღაურება: 770 ლარი

სამუშაო საათები: 09:00-22:00


სამუშაო ადგილი: მცხეთა (სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი, 23-ე კილომეტრი)
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ ფოსტაზე: FreshCafeGroup@gmail.com , სათაურის ველში (subject)მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 844 848

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა