• https://charte.ge/

ავტორი

კუბიკი - ლეგოს მაღაზია

tel: 595770330
mail: admin@kubiki.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერ-სტაჟიორი
დამსაქმებელი: კუბიკი - ლეგოს მაღაზია
კატეგორია: ადმინისტრაცია, გაყიდვები, მარკეტინგი, სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2015/12/31
სამუშაოს ტიპი: სტაჟირება
სამუშაო გრაფიკი სამუშაო სახლი
მართვის მოწმობა B კატეგორია

კომპიუტერული პროგრამები
Photoshop კარგად
MS Office კარგად
ნანახია: 2088 -ჯერ

სათამაშოების ონლაინ მაღაზია "Kubiki.ge" 2013 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ ონლაინ სათამაშოების ინტერნეტ მაღაზიას საქართველოში. "Kubiki.ge" მომხმარებელს სთავაზობს LEGO-ს წარმოების სათამაშოების უდიდეს ასორტიმენტს, დაბალ ფასებსა და მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

"Kubiki.ge " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერ-სტაჟიორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** საძიებო სისტემებისთვის საიტის ოპტიმიზირება (SEO ოპტიმიზაცია);
** ელფოსტის (იმეილ) მარკეტინგის ღონისძიებების შექმნა - განხორციელება;
** ბლოგის სარეკლამო სტატიების შექმნა და გამოქვეყნება;
** ფეისბუკზე რეკლამების/პოსტების მართვა;
** რეკლამის ბანერების დიზაინის შემუშავება;
** ონლაინ მაღაზიის ოფიციალური ვებ-გვერდის და ფეისბუკის გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა;
** სპეციალური მარკეტინგული აქციების და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვის პროცესის სტიმულაციის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება;
** სამუშაოების შესრულება ინტერნეტ მარკეტინგის თანამედროვე და ფართე სპექტრის ინსტრუმენტების გამოყენებით;
** ინტერნეტ მარკეტინგის ღონისძიებების ეფექტურობის ანალიზი, ვებ ანალიტიკა;
** კომპანიის მარკეტინგული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება;
** ოფლაინ და ონლაინ მედიასთან კონტაქტების დამყარება;
** ბაზარზე არსებული პროდუქციის შესწავლა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რეზიუმეში პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თუ რა საშუალებებს იცნობს და იყენებს ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში, ხოლო გასაუბრების დროს პრეტენდენტს მოეთხოვება ცოდნის გამოვლენა ინტერნეტ მარკეტინგის საშუალებების ცოდნაზე; 
** მარკეტინგული პროექტების/აქტივობების დაგეგმვა-შემსრულებლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;

თვისებები:

** ნოვატორული, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
** კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, მობილურობა;
** გეგმაზომიერი და შედეგებზე ორიენტირება;
** კომუნიკაციის უნარი; 
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინიციატიური და პროაქტიული მიდგომა;
** ანალიტიკური აზროვნებისა და სიახლეების ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი სამუშაო რიტმის უნარი;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** განათლება - არასრული უმაღლესი, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისურის ენის თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
** კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პაკეტი, ინტერნეტი, ელფოსტა, სავალდებულოა აგრეთვე კომპიუტერული გრაფიკის პროგრამების ცოდნა; 
** სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** ხანგძლივობა: 2 თვე;
** სამუშაო ადგილი: საკუთარი სახლიდან ან ოფისიდან დისტანციურად. უნდა ქონდეს კომპიუტერზე წვდომა და იმუშაოს დისტანციურად ანუ სახლიდან ან ნებისმიერი ადგილიდან;
** სამუშაო საათები: არანორმირებული სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: admin@kubiki.ge და აუცილებელია ელფოსტის სათაურში ვაკანსიის დასახელების მითითება. მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა