• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2021/03/06
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 300 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად - პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება - შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა.
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00
დასვენება: კვირა
ხელფასი: 1000 ლარიდან 1500 ლარამდე (კვალიფიკაციის შესაბამისად)

მოვალეობები:

 კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება;
 პროდუქტების მარკეტინგული აქტივობების მოფიქრება/დაგეგმვა და განხორციელება;
 მარკეტინგული აქტივობების განხორციელება ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში
 კომპანიის ცნობადობისა და ბრენდის პოპულარიზაცია;
 კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
 ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
 ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების შესწავლა;
 გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
 რეპორტინგი.

მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის მიმართულებით
 მარკეტინგში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
 გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე

პიროვნული თვისებები და უნარები:

 ანალიტიკური აზროვნების უნარი,
 კრეატიულობა
 დროის მართვის უნარი
 სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
 ორგანიზებული
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
 გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა