განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური მენეჯერი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2021/03/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 189 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 1300-დან - 4000 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

 კომპანიის ფინანსური რესურსების ოპტიმალურად გამოყენება;
 კომპანიის საბრუნავი საშუალებებისა და კრედიტების ეფექტური გამოყენება და კონტროლი;
 სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
 კრედიტორების კონტროლი;
 ხარჯების კონტროლი;
 საპროგნოზო ბალანსების, მოგება-ზარალებისა და ფულის მოძრაობის უწყისების შედგენა;
 ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფა;
 წარმოების კონტროლი რეალიზაციის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
 გაყიდვების ჯგუფის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
 სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
 IFRS სტანდარტების ცოდნა;
 შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
 საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
 კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მოითხოვება MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა),
 ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

 ანალიტიკური აზროვნების უნარი
 ლოგიკური აზროვნების უნარი
 სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
 გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 დისციპლინირებული

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა