• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების ტექნოლოგი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2021/01/26
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 294 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 800-დან 1500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგის განხრით.
  • სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე.
  • ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.


უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დისციპლინირებული
  • კომუნიკაბელური
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ვადების დაცვის კონტროლი


სასურველია არამწეველი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა