| მოლარე-კონსულტანტი | 
             
            
               | დამსაქმებელი: | პრემიუმ პროდუქტი | 
                         
               | ბოლო ვადა: | 2021/02/25 | 
                         
               | მდებარეობა: | თბილისი | 
                                                                                                             
            
              
                                                                             
             
               | ნანახია: | 1462                   -ჯერ | 
         
          
                        კომპანია პრემიუმ პროდუქტი ,,რეიხები’’ უკვე შვიდი წელია წარმატებულად ფუნქციონირებს ბაზარზე და ყოველდღიურად ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას. ჩვენ ვაწარმოებთ 30-ზე მეტი დასახელების პურსა და ტკბილეულს. გვაქვს ჩვენი ჩვენი 6 საფირმო მაღაზია და ვამარაგებთ სხვადასხვა მაღაზიებს და მაღაზიათა ქსელებს.
 
ჩვენი შედარებითი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში:
- ვაწარმოებთ უნიკალურ პურს,
- ვაცხობთ ტკბილეულს საოჯახო რეცეპტით,
- ვთავაზობთ გერმანულ-ავსტრიულ ხარისხს,
- ვქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
 
კომპანია პრემიუმ პროდუქტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
 
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა,
- უცხოენის (ინგლისური ან/და რუსული) სალაპარაკო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად),
- მოტივაცია, შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი,
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა,
- სხარტი აზროვნების უნარი,
- კონფლიქტური სიტუაციის გადალახვის უნარი,
- დატვირტულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი.
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ასორტიმენტის და ხარისხის შესახებ და დაეხმაროს პროდუქციის შერჩევაში,
- სალაროსთან მუშაობა,
- გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება,
- იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციას სრულყოფილად,
- ორიენტირებული იყოს გაყიდვების მუდმივ ზრდაზე,
- მაღაზიის ინტერიერის და სისუფთავის კონტროლი,
- მაღაზიაში პროდუქციის დროული და ეფექტური განლაგება,
- მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი ზრდა,
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვა,
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემის განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
 
სამუშაო განაკვეთი : სრული
სამუშაო ანაზღაურება: 25/30/35 ლარი დღეში (ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაოს მდებარეობა: თბილისი (ბაგები/ხილიანი/ ბახტრიონის ქ/ საირმის ქ/ სოლოლაკი/ვაგზლის მოედანი)
 
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომრებზე :  597 13 51 99  ან 577 60 38 05