განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი Full Stack დეველოპერი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2021/01/22
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 80 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.citadeli.com

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Full Stack დეველოპერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობა:

 არსებული ელექტრონული სისტემისთვის ახალი მოდულების შექმნა და მხარდაჭერა;
 არსებული ელექტრონული სისტემისთვის კოდში ცვილებების შეტანა (Front-end; Back-end);
 საჭიროების შემთხვევაში ბაზიდან სხვადასხვა სირთულის რეპორტებს ამოღება მოთხოვნის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
 მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
 PHP პროგრამული ენის კარგად ფლობა (OOP - ობიექტზე ორიენტირებული კოდის ცოდნა);
 API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
 MySQL მონაცემთა ბაზების კარგი ცოდნა;
 Frontend-ის კარგი ცოდნა - HTML5, CSS3, JavaScript, Jquery;
 XML, JSON ფორმატის მონაცემების დამუშავების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 ანალიტიკური აზროვნება;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 ორგანიზებულობა;
 დროის ეფექტურად მართვის უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა