• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დარბაზის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2021/01/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1690 -ჯერ


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა N 30
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 9:00 დან 18:30 საათამდე

ანაზღაურება: 700ლარი

ძირითადი მოვალეობები:

 სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, დამლაგებელი);
 სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
 სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
 საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
 დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
 სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
 სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
 სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
 კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

 უმაღლესი განათლება;
 სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

 მართვის და ორგანიზების უნარი;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
 სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეელ.ფოსტაზე    pirveli.LK@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი".

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577 06 78 88


ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა