• https://charte.ge/

ავტორი

ვისტამედი

tel: (032) 2 23 04 04 ; (032) 2 22 47 77 ;(+995) 511 122 388
mail: careers@vistamedi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ექთან-ფლებოტომისტი/სტაჟიორი
დამსაქმებელი: ვისტამედი
ბოლო ვადა: 2021/02/10
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 419 -ჯერ

შპს "ვისტამედი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კლინიკურ ლაბორატორიაში ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე!

პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის და მიზნად ისახავს ფლებოტომიის პრაქტიკული და პროცედურული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 კაპილარული და ვენური სისხლის აღება
 სისხლის მასალის ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადება
 წამყვანი სპეციალისტების ასისტირება

სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 10 სამუშაო დღეს და სრულად ფინანსდება ორგანიზაციის მიერ!

სტაჟიორების მიღება წარმოებს გასაუბრება/ტესტირების საფუძველზე.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორები დასაქმდებიან ორგანიზაციაში შემდეგი პირობებით: დარიცხული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსები

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 იანვარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე / CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ. მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი" ან მობრძანდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 - 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე (თან იქონიეთ რეზიუმე):

დიდი დიღომი, რამაზის ქ. N28
ტელ:  2 23 04 04 /  2 22 47 77
მობ:  511 122 388

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა