• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგისტრატორი
დამსაქმებელი: ვიტამედი
ბოლო ვადა: 2020/12/14
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 398 -ჯერ

შპს ,,სამედიცინო ცენტრი ვიტამედი'' აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი ა. ბელიაშვილის 70 ა

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
  • პაციენტის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით;
  • დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
  • სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობები შესრულება უშუალო უფროსისა და სამედიცინო ცენრის მენეჯერის დავალების შესაბამისად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველება/გადმოცემის უნარი.

 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი- შაბათი 10:00- 17:00 სთ.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე, გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვ, გამოგვიგზავნოთ cv ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vitamedimedical@gmail.com სათაურის ველში მოუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა