• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების ოპერატორი
დამსაქმებელი: ორეი
ბოლო ვადა: 2020/12/18
ნანახია: 311 -ჯერ

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 400 ლარი; შემდგომი პერიოდი 800 ლარამდე:

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის წარმოება;
** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
** საამქროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა