• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუციის განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2020/11/28
ნანახია: 237 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომის ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო არხების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა;
** შეთავაზების გაკეთებისა და პროდუქტების მიწოდების პროცესების კოორდინაცია და მართვა;
** არსებულ დილერებთან, მაღაზიებთან, საწარმოებთან თანამშრომლობის გაფართოება და ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა და ასორტიმენტის ნაშთების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელებაზე ზედამხედველობა;
** საფასო პოლიტიკის შემუშავება და ბაზრის ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერული 1 წლიანი გამოცდილება.
** რუსული ან/და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Office.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების უნარი;
** გუნდური მართვის უნარი;
** სტრესულ და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა