• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: გრანდი
ბოლო ვადა: 2020/11/30
ნანახია: 593 -ჯერ

ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა, რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.

"გრანდი"-ის საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.

შპს "გრანდი" აცხადებს მიღებას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.
** ენერგიულობა და პასუხისმგებლობა დაკისრებულ პოზიციაზე

ანაზღაურება: 400 ლარი, დამატებით ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 19.00 საათამდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო:

ელფოსტა: ltd.grandi1@gmail.com
ტელ: 591 121 121
მისამართი: წერეთლის 117

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია გრანდის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა