• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უძრავი ქონების კონსულტანტი
დამსაქმებელი: მსზ ინვესტმენტ
ბოლო ვადა: 2020/11/25
ნანახია: 305 -ჯერ

უძრავი ქონების საინვესტიციო ჯგუფი MSZ INVESTMENT აცხადებს ვაკანსიას თბილისის ოფისისთვის უძრავი ქონების კონსულტანტის პოზიციაზე.


MSZ INVESTMENT   არის ახალი კომპანია უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ბევრი სიახლით და თანამედროვე მიდგომებით გამოდის ბაზარზე.
გვესაჭიროება, როგორც გამოცდილი ასევე გამოუცდელი, მოტივირებული და მიზანდასახული კადრები, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის, სიახლეებისთვის და ენერგიული მუშაობისთვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კრეატიულობა
  • მიზანდასახულობა
  • მუდმივად განახლებისა და განვითარების სურვილი
  • გუნდური მუშაობის მზაობა 
  • ოპტიმისტური და პოზიტიური ხედვები
  • გაყიდვების უნარი
  • Microsoft-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა, სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პლიუსად
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი, მუდამ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მაღალ საკომისიო ანაზღაურებას
  • ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
  • კარიერულ განვითარებას, დაწინაურების პერსპექტივას
  • მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროს
  • გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას
  • სტუდენტებისთვის მოქნილ გრაფიკს


სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 10:30-დან 19:00-მდე
ადგილმდებარეობა: თბილისი, თაბუკაშვილის 19

თუ ფიქრობ, რომ ეს შენთვის შანსია და გამოწვევა,  მაშინ დაგვიტოვე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mszinvestment.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების კონსულტანტი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა