• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
დამსაქმებელი: ინექსფონი
ბოლო ვადა: 2020/11/27
ნანახია: 315 -ჯერ

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

"ინექსფონი" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის "ინექსფონის" გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

ამჟამად კომპანია "ინექსფონის" სერვისებით სარგებლობს 500-ზე მეტი იურიდიული აბონენტი და 20 000-ზე მეტი ფიზიკური პირი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) + საბონუსე სისტემა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** პოტენციური მომხმარებლების ბაზების ფორმირება, მათი მოზიდვის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა და ახალი მიმართულებების დანერგვა/განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების პროცესის/საჭირო დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება;
** გაყიდვების მენეჯერების მხრიდან მომზადებული დოკუმენტაციის შემოწმება და შესაბამისი მითითებების მიცემა;
** გაყიდვების ყოველთვიური შედეგების ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის მენეჯმენტთან წარდგინება და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამისი ტენდერების შერჩევა და მონაწილეობის ორგანიზება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება/გუნდის წევრების მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობა;
** არსებული იურიდიული პირების საჭიროებების კვლევა და მათი ლოიალობის შენარჩუნება;
** კომპანიის შიდა საკომუნიკაციო პლატფორმების მუდმივი მონიტორინგი და დაფიქსირებულ საკითხებზე დროული რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულისთვის ახალი თანამშრომლის მოძიების პროცესში ჩართულობა;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

პროფესიული უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაყიდვების ტექნიკების მაღალ დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება HR-თან;
** გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"ინექსფონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა