• https://charte.ge/

ავტორი

სკაუტური ცენტრი

tel: ( +995) 599 947 419
mail: datometreveli@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სათავგადასავლო, შემეცნებითი და სამთო პროგრამების კონსულტანტი
დამსაქმებელი: სკაუტური ცენტრი
ბოლო ვადა: 2020/11/15
ნანახია: 269 -ჯერ

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი -ISCR აცხადებს ვაკანსიას სათავგადასავლო, შემეცნებითი და სამთო პროგრამების კონსულტანტის პოზიციაზე

 

ორგანიზაცია: რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი -ISCR

ბოლო ვადა: 15.11.2020

კონსულტანტების რაოდებობა: სულ 2 ვაკანტური პოზიცია.

 

სამუშაო დროის განაკვეთი: სრული სამუშაო კვირა
სამუშაო საათები: 10.00-19.00, უშუალო დაქვემდებარებაშია: ცენტრის დირექტორთან
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით


პასუხისმგებლობის სფერო:

  • სათავგადასავლო და შემეცნებითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება
  • საველე/სამთო (სპორტული ლაშქრობა, საველე ბანაკი, სასიმაღლო ასვლები სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით) ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
  • შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა თოკებზე მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით (თოკებით მოძრაობების, ჩაბმების, კვანძების გამოყენებით).
  • პირველადი სამედიცინო დახმარების შემეცნებითი ღონისძიების დაგეგმვა.
  • საქართველოში არსებულ საფრთხეებზე შემეცნებით/საგანმანათლებო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ( ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები, ალერგიული მცენარეები და სხვა)
  • რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამების თანამშრომლებთან ერთად პროგრამული პრიორიტეტების დაგეგმვა და განხორციელება.
  • ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნა
  • სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, სამიზნე ჯგუფების მობილიზება და ინფორმირება.
  • ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საქმეების წარმოება;
  • საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა ცენტრის ცნობადობის გაზრდის და თვითგანვითარების მიზნით.

 

 

სამუშაო ადგილი: ქალაქი რუსთავი, "რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი“.
თბილისში და საქართველოს რეგიონებში (ლაგოდეხის და დუშეთის რაიონი) სამუშაო შეხვედრებში და ტრენინგებში მონაწილეობა. საერთაშორისო პროექტებში/გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. შერჩეულ კანდიდატს დაინტერესების შემთხვევაში ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ცენტრის სხვადასხვა ლოკაციებზე (რუსთავის ჟინვალის, ლაგოდეხის ბაზები) განთავსება/ცხოვრება.

 

 

კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება; გამონაკლისის სახით ასევე განიხილება საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურა;
  • ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება (მათ შორის მოხალისედ მუშაობის პერიოდი) ოფისში და ოფისის გარეთ.
  • პირველადი სამედიცინო დახმარების, თოკებზე მუშაობის, სამთო აღჭურვილობის, მთის მდინარეების, ტყის რელიეფის, და ფაუნის ცოდნა
  • ტაქტიკური/ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა (კავშირი, კომპასი, ტოპოგრაფია)
  • კარგი ორგანიზაციული, დროის მართვის და პრობლემის გადაჭრის უნარჩვევები.
  • კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარჩვევები, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ტრეინინგ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • სასურველია ახალგაზრდულ პროექტებში და ტრეინინგ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა.



გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: datometreveli@yahoo.com 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. "Subject"-ში უნდა მიუთითოთ „ვაკანსია“

 

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ, მობ: +995599 947419

 

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
საქართველო, რუსთავი, ბალანჩივაძის ქ. 9 / 3700 / T: +995 341 25 55 02

Web: www.iscr.ge / E datometreveli@yahoo.com info@iscr.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა