• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინჟინრო დეპარტამენტის უფროსი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2020/11/10
ნანახია: 245 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო (ამწე მოწყობილობები, საყალიბე სისტემები, თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია) განყოფილებების მართვა;
** საინჟინრო მიმართულების განვითარების გეგმის შემუშავება და შემდგომი დანერგვის უზრუნველყოფა;
** პროექტების დამუშავებაზე და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების მომზადებაზე ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული განყოფილების ხელმძღვანელების სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია, პროექტების განაწილება, სამუშაოების შესრულების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟნრო ან ტექნიკური მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა