• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი
დამსაქმებელი: მოტობიტი
ბოლო ვადა: 2020/11/19
ნანახია: 509 -ჯერ

შპს "მოტობიტი" აცხადებს საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას.

მოვალეობები:

** საქონლის დახარისხება საწყობში სასაქონლო კოდების და ტიპების მიხედვით;
** ამოყიდული საქონლის აღწერა და შეკვეთების გაკეთება;
** აღჭურვილობის აღრიცხვა და შევსება;
** მომხმარებლების შეკვეთების გაცემა ონლაინ მაღაზიიდან;
** მომხმარებლების შეკვეთების გაცემა მაღაზიიდან;
** მყიდველების კონსულტაცია საქონელსა და მის რეალიზაციის საკითხებზე;
** გაყიდული საქონლის ასახვა საბუღალტრო პროგრამა "ფინა"-ში;
** ტერმინალით მიღებული გადახდების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, ბუღალტრული პროგრამის შესასწავლ ტრენინგებზე დასწრება;
** უკან დაბრუნებული საქონლის მიღება და აღრიცხვა;
** საქონლის მიწოდების ორგანიზება საქართველოში;
** საქონლის მიღება და განთავსება საწყობში;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა (მოტოციკლეტის აღჭურვილობა, ATV მოწყობილობა, აქსესუარები, მოტოციკლის ტანსაცმელი, ზეთები, საბურავები, სათადარიგო ნაწილები და ა.შ.)
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო სპეციალიზებული ან უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება: 1-დან 3 წლამდე;

სავალდებულოა:

** გაყიდვებსა და საწყობში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერის სრული ცოდნა (Word, Excel, Internet, Skype და ა.შ.)
** ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია
** საბუღალტრო პროგრამა "ფინას" ცოდნა (სასურველია)
** გუნდური მუშაობის უნარი; კომუნიკაბელური; მომხმარებელზე ორიენტირებული; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 270-ე კილომეტრი ("თბილისი მოლის" მოპირდაპირე მხარე)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** გამოსაცდელი ვადა: სამი თვე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

აუცილებელია: რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან (გადამოწმდება).

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: office@ktm-georgia.com და თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა