განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის უფროსის მოადგილე
დამსაქმებელი: ჯეოსტარი
ბოლო ვადა: 2020/11/15
ნანახია: 88 -ჯერ

ადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე თბილისში.

ფუნქცია მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** საწყობის გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
** საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
** სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა ;
** პირადი და საწყობის ჰიგიენა (ყოველდღიურად საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა);
** სასაწყობე ოპერაციების, პროცესების და პროცედურების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლის მიღების და გაცემის პროცედურების ორგანიზება და მონიტორინგი;
** სასაწყობე სივრცის სწორად დაგეგმვა-გამოყენება, საწყობში არსებული პროდუქციის განლაგების მონიტორინგი (უსაფრთხო და სწორი განლაგება);
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც საქონლის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** საწყობის რეგულარული აუდიტი და მონაცემთა ბაზების განახლების კონტროლი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;

** პროდუქციის ვადების კონტროლი;

** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** კომპანიაში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.
** ორგანიზატორული ნიჭი, გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** წესრიგის დაცვა;
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ემოციური სტაბილურობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: office-manager@geostar.ge

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა