• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქსელის განვითარების მენეჯერი
დამსაქმებელი: ელვა მარკეტი
ბოლო ვადა: 2020/10/31
ნანახია: 232 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ქსელის განვითარებაზე ზრუნვა;
  • მაღაზიაში პროდუქციის გაყიდვებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა (სარეკლამო ადგილები, მერჩენდაიზინგი, პლანოგრამების დაცვა და ა.შ);
  • ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, შესაბამისი მოკვლევის ჩატარება და ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა;
  • მაღაზიის გახსნისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე:

vacancy@elvamarket.ge 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის განვითარების მენეჯერი".

 

‘’ელვა მარკეტი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

 

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

 

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

 

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

 

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა