• https://charte.ge/

ავტორი

ელიტ ელექტრონიქსი

mail: jobs@ee.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ელიტ ელექტრონიქსი
ბოლო ვადა: 2020/10/30
ნანახია: 277 -ჯერ

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის“ 23 მაღაზიას მოიცავს. სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას

 

დამსაქმებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორი

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2020 წელი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში არსებული სათვალთვალო კამერების კონტროლი
  • საწყობში მოსული უცხო პირის ვინაობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება.
  • გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება,ხელმძღვანელისათვის შეტყობინება
  • საწყობის პერიმეტრის კონტროლი
  • საჭიროებიდან გამომდინარე მაღაზიების ვიზიტი და მორიგეობა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

 

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • თავაზიანობა

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა