• https://charte.ge/

ავტორი

ელიტ ელექტრონიქსი

mail: jobs@ee.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დროებითი კონსულტანტი საგარეჯოში
დამსაქმებელი: ელიტ ელექტრონიქსი
ბოლო ვადა: 2020/10/30
მდებარეობა: საგარეჯო
ნანახია: 224 -ჯერ

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

 

დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება:  მაღაზიის კონსულტანტი

ადგილმდებარეობა:  საგარეჯო

დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი, დროებითი

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე)

ანაზღაურება: 250 ლარი + გაყიდვებიდან საკომისიო

განცხადებების მიღების ბოლო ვადა:  12 ოქტომბერი, 2020 წელი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის  მოწესრიგებულად განაწილება
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
  • ახალი მოდელების შესწავლა
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება

 

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  და რეგიონი სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა