მოლარე-კონსულტანტი |
დამსაქმებელი: |
კოდა + |
ბოლო ვადა: |
2020/10/31 |
ნანახია: |
290 -ჯერ |
შპს „კოდა+“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
- დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ +995 593484829