• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საკონდიტრო წარმოების თანამშრომელი
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2020/11/12
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 372 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის.

"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი"-ს ესაჭიროება თანამშრომლები საკონდიტრო წარმოებაში.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** ხელფასი: გამომუშავებით, საშუალოდ 700-800 ლარიდან
** დასვენება: კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ცომის მომზადება
** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით.
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა , მანქანა დანადგარების გასუფთავება

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მზადყოფნა იმუშაოს დატვირთული რეჟიმის პირობებში.
** ასაკი: 17-დან 45 წლამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა