• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი-აჭარა
დამსაქმებელი: ორეი
ბოლო ვადა: 2020/11/08
ნანახია: 177 -ჯერ

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: აჭარა
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: ბონუსური სისტემით

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:
** ასაკი: 21-40 წელი
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

** აუცილებელია მართვის მოწმობა
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისელერი აჭარა".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა