• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შრომის უსაფრთხოების ინჟინერი
დამსაქმებელი: ისანი კომფორტი
ბოლო ვადა: 2020/10/30
ნანახია: 259 -ჯერ

დეველოპერული კომპანია "ისანი კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე.


მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში



ძირითადი მოვალეობები:

  • შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება, კონტროლი.
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/შესრულების კონტროლი.
  • შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება, კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით.
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება.
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო აღჭურვილობის (ხელსაწყოების და მძიმე ტექნიკის) პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე და გამართულობაზე.
  • ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით.
  • ინციდენტების აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.



უნარები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ორგანიზებულობა




თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად 2020 წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@comfort.ge  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა