• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების აგენტი/პრისეილერი ფოთში
დამსაქმებელი: G&A GROUP
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2020/11/03
ნანახია: 377 -ჯერ

შპს „G&A GROUP”-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და „რერა“-ს ნახევარ ფაბრიკატების წამოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

 

შპს „G&A GROUP” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისეილერი) პოზიციაზე სამეგრელოში.

 

ოფისის მისამართი ქ.ფოთი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში. გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება .
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი სასურველია.
  • მართვის მოწმობა B კატეგორია.
  • საკუთარი ავტომობილი.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა.
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი.
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა.
  • კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება.
  • ახალი ობიექტების მოძიება; ბაზრის კვლევა და ანალიზი.
  • შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება.
  • პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა.
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.
  • ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება.

 

აუცილებელი პირობა: დასაქმებულმა შრომითი ვალდებულებები უნდა უზრუნველყოს იპოთეკის ხელშეკრულებით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა