• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: CyberPast
ბოლო ვადა: 2020/10/30
ნანახია: 241 -ჯერ

კომპანია "ელ+" (http://www.elplus.ge) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 საათიდან 18 საათამდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფიციალური კორესპონდეციის წარმოება (კომპანიის სახელით გასაგზავნი წერილების გავლა იურიდიული მიმართულებით)
** ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (შრომითი და სხვა ტიპის ხელშეკრულებების, აქტების, ბრძანებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის) მომზადება;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება (სხვადასხვა დეპარტამენტთან იურიდიული კონსულტაციების წარმოება);
** კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოში და სხვადასხვა უწყებებში;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ფლობა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი.
** აკადემიური წერის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy.elplus@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა