• https://charte.ge/

ავტორი

საბავშვო ბაღი ოქროყანა

mail: kgoldenville@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აღმზრდელი,/აღმზრდელის თანაშემწე
დამსაქმებელი: საბავშვო ბაღი ოქროყანა
ბოლო ვადა: 2020/10/25
ნანახია: 268 -ჯერ

საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: აღმზრდელი / აღმზრდელის თანაშემწე.

ინფორმაცია ბაღის შესახებ:

საბავშვო ბაღი ოქროყანა დაარსდა 1 წლის წინ და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით.

დეტალურად ინფორმაცია ბაღის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/oqrokana/?ref=page_internal

აღმზრდელი

მოვალეობები:

** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვა და შემდგომი იმპლემენტაცია.
** საბავშვო აქტივობებისა და სახალისო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება
** სასწავლო პროცესის კონტროლი
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ემოციური წონასწორობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ენერგიულობა

აღმზრდელის თანაშემწე:

** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვა
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ემოციური წონასწორობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ენერგიულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV
ელექტრონულ მისამართზე: kgoldenville@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა