• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების წარმომადგენელი
დამსაქმებელი: 1M
ბოლო ვადა: 2020/10/25
ნანახია: 247 -ჯერ

სამედიცინო კომპანია "1M" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში .

"1M" ახორციელებს სამედიცინო სახარჯი მასალის, აპარატურის, აღჭურვილობის და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

სამუშაოს აღწერილობა/მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში პოტენციურ კლიენტებთან
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის აუცილებელი ყველა აქტივობის ეფექტურად განხორციელება
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თვისებები და უნარები:

** კარგი პიროვნული და კომუნიკაციური თვისებები
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა
** შესწავლისა და კომპანიაში დინამიკურად ზრდის პოტენციალი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: 700-1500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: hr@1medical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების წარმომადგენელი".

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა