• https://charte.ge/

ავტორი

მცირე საოჯახო ტიპის სახლი

tel: (+995) 558 100 400
mail: tikodekanoidze@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აღმზრდელი
დამსაქმებელი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი
ბოლო ვადა: 2020/10/25
ნანახია: 289 -ჯერ

მცირე საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს მზრუნველობამოკლებული ტიპიური განვითარების 6-18 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ოჯახური ტიპის სადღეღამისო სააღმზრდელო მომსახურებას. მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია უზრუნველყოს მზრუნველობამოკლებული 6-18 წლის ასაკის ბავშვები ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მოვლით, მომსახურება ბენეფიციარებისთვის ქმნის ოჯახთან მიახლოებულ გარემოს და ხელს უწყობს მათ სოციალურ ინკლუზიას.

პოზიცია: აღმზრდელი

კვალიფიკაცია და ცოდნა:

 აუცილებელი კვალიფიკაცია და ცოდნა: საშუალო განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
 სასურველი კვალიფიკაცია და ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრული ცოდნა - Word, Excel.

უნარები:

კომუნიკაციის კარგი უნარი
გუნდური მუშაობა
შეფასების და ანალიზის კარგი უნარი
კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი.

ფუნქციები:

 მსტ სახლის გუნდის და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მომსახურების ბენეფიციარების მოვლასთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა.
 აღმზრდელებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთან ერთად ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა
 ბენეფიციარების ყოველდღიური მოვლის უზრუნველყოფა (კვება, ჰიგიენური პროცედურები, სწავლა, ძილი და ა.შ.)
 ბენეფიციარებისთვის პირველადი დახმარების უზრუნველყოფა
 მომსახურების ფარგლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა
 ბენეფიციარების ძალადობისაგან დაცვის პროცედურების შესრულება
 ბენეფიციარების ინდივიდუალური მომსახურების გეგმით გათვალისწინებული ამოცანების უზრუნველყოფა მათი განვითარების და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით
 ბენეფიციარების შემთხვევების მართვა და შესაბამის სპეციალისტებთან აქტიური თანამშრომლობა
 ბენეფიციარების საქმეებთან/შემთხვევებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის რეგულარული წარმოება.

ანგარიშვალდებულება:

აღმზრდელი ანგარიშვალდებულია მომსახურების ადმინისტრატორსა და ორგანიზაციის მენეჯმენტთან, ამზადებს და წარადგენს თავისი საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.

სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.
ანაზღაურება: 400 ლარი დარიცხვით.

საკონტაქტო პირი: თინათინ დეკანოიძე
ელ ფოსტა: tikodekanoidze@yahoo.com
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 100 400

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა